logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა შემოგვთავაზა, რომ საქართველო გახდეს პრეზიდენტთან არსებულ შშმ პირთა საერთაშორისო ფორუმის წევრი
- +

21 ივნისი. 2023. 18:23

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სესიაზე [გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების მეთექვსმეტე სესიაში] საქართველო ღირსეულად იყო წარმოდგენილი. სესიაში მონაწილეობდა მსოფლიო დონის გადაწყვეტილების მიმღები ყველა ის პირი, ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკაზე ახდენს გავლენას," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრები შედგა.

ერთ-ერთი შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე, რომელმაც შემოგვთავაზა, რომ საქართველო გახდეს პრეზიდენტთან არსებული შშმ პირთა საერთაშორისო ფორუმის წევრი და ეს შემოთავაზება იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპარლამენტის ორგანიზებით პირველად გაიმართა ამ 16 წლის განმავლობაში პანელური დისკუსია, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი გახლდით და საქართველო იყო წარმოდგენილი ამ პანელურ დისკუსიაზე. გარდა იმისა, რომ მხარეების მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს პარლამენტის მიერ ჩატარებული რეფორმები შშმ პირთა უფლებების განმტკიცების თვალსაზრისით, აღინიშნა, რომ საქართველოს მიწვევა ამ დისკუსიაში არ იყო შემთხვევითი. მისმა ორგანიზატორებმა, მათ შორის ევროპარლამენტარებმა, ვინც შშმ პირთა პოლიტიკაზე მუშაობენ, საგანგებოდ აღნიშნეს, რომ სწორედ ეს ფორმატი იყო მნიშვნელოვანი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების დღის წესრიგიდან გამომდინარე და კანდიდატის სტატუსის წინ მათ სურვილი და იმედი გამოთქვეს, რომ ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს ასევე ამ გადაწყვეტილებაზე“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner