logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ერთი წლის განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის მთავარი თემა იყო სააკაშვილის აფიორა, რომელსაც სინამდვილეში არანაირი საფუძველი არ გააჩნდა
- +

21 ივნისი. 2023. 18:36

"უპასუხისმგებლო ადამიანები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ევროპულ სტანდარტთან, არამედ პირდაპირ ბოლშევიკური ძალაა, ცხადია ასეთი ოპოზიციის პირობებში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება შეუძლებელია, "- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში რა იყო რადიკალური ოპოზიციის მთავარი თემა, ეს იყო სააკაშვილის აფიორა, რომელსაც სინამდვილეში არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, არანაირ ობიექტურ გარემოებაზე არ იყო დაყრდნობილი. დეზინფორმაციისა და ტყუილის გარდა არაფერს შეიცავდა. ეს საკითხი იყო რადიკალური ოპოზიციის მთავარი თემა და ცხადია, ეს არის რადიკალიზაციის საკითხი და მას კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან არაფერი საერთო არ აქვს. რადიკალური ოპოზიცია ამით ცდილობდა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისა და იმიჯის დაზიანებას. ეს იყო მათი მთავარი ამოცანა და ამაში იხდიდნენ მილიონობით დოლარს. იმისთვის, რომ საქართველოს რეპუტაცია გაეფუჭებინათ და ამ მხრივ „ქართულ ოცნებასთან“ ოპონირებას არანაირი საერთო არ ჰქონდა მათი მხრიდან. ქვეყნის მტრობას ჰქონდა ადგილი პირდაპირ და უშუალოდ. ეს უპასუხისმგებლო ადამიანები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ევროპულ სტანდარტთან, არამედ პირდაპირ ბოლშევიკური ძალაა, ცხადია ასეთი ოპოზიციის პირობებში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება შეუძლებელია“, - განმარტა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner