logo_geo
eng_logo
აშშ უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გამოუყოფს
- +

22 ივნისი. 2023. 01:37

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს.

ენტონი ბლინკენის თქმით, დახმარების აღნიშნული პაკეტი განკუთვნილია უკრაინის ენერგეტიკული ქსელის კაპიტალური რემონტისა და პორტების, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის.

აშშ-მა უკრაინას 20 მილიარდ დოლარზე მეტი ეკონომიკური დახმარება გამოუყო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner