ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა სანქციების პაკეტს და აღნიშნა, რომ „ეს კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს პუტინის ომის მანქანას ექსპორტის გამკაცრებული შეზღუდვებით, რომელიც მიზნად ისახავს კრემლის მხარდამჭერ სუბიექტებს“.