შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადის რატიფიცირება უნდა დაიწყოს.
შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სტოკჰოლმმა შეასრულა ანკარასთან დადებული შეთანხმება სამხედრო ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ჩვენგან ელოდნენ, ახლა დროა თურქეთის პარლამენტმა დაიწყოს რატიფიცირების პროცესი“, - განუცხადა ბილსტრომმა Reuters-ს.