"ზოგი ფიქრობს, რომ კონტრშეტევა ჰოლივუდური ფილმია, ეს ასე არ არის," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ზოგი ამას [კონტრშეტევას] ჰოლივუდურ ფილმად აღიქვამს და ახლავე ელოდება შედეგებს. ეს ასე არ არის. საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენ დადებითად ვაფასებთ კონტრშეტევას. ყველაფერი მარტივი არ არის, რადგან არის გარკვეული სირთულეები. მთელი ჩვენი ტერიტორია დანაღმულია და თქვენ იცით, რომ იქაც, სადაც ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაცია მოვახდინეთ, ჩვენი ტერიტორიის თითქმის 200 000 კვადრატული კილომეტრი დანაღმულია. ამიტომ, კონტრშეტევითი ქმედებები ადვილად არ ხორციელდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დარწმუნებული ვართ კონტრშეტევითი ქმედებების წარმატებაში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.