logo_geo
eng_logo
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
- +

21 ივნისი. 2023. 22:06

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონებს, პორტუგალიელებს უმასნპინძლა და ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

ანგარიში 37-ე წუთზე გიორგი გაგუამ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი მასპინძელთა უპირატესობა საბა საზონოვმა გაზარდა.

მეორე ტაიმში მოედანზე გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი და ზურა დავითაშვილი გამოვიდნენ, რომლებმაც გუშინ გლაზგოში ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეს. 75-ე წუთზე პორტუგალიის ნაკრების მოთამაშემ ტომას არაუიომ გოჩოლეიშვილზე ფოლის გამო წითელი ბარათი მიიღო.

ამავე ჯგუფში ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს შორის შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა, ამიტომ საქართველო 3 ქულით ჯგუფის ლიდერია. შემდეგ მატჩს ტურნირზე საქართველოს ნაკრები 24 ივნისს, ბელგიის ნაკრებთან გამართავს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner