logo_geo
eng_logo
ჩინეთის საგარეო უწყება სი ძინპინის შესახებ ბაიდენის განცხადებაზე: ეს აშკარა პოლიტიკური პროვოკაციაა
- +

22 ივნისი. 2023. 01:17

ოფიციალურმა პეკინმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ მისი ჩინელი კოლეგა, სი ძინპინი დიქტატორია.

ეს აშკარა პოლიტიკური პროვოკაციაა. ჩინეთი გამოხატავს ძლიერ უკმაყოფილებას. აშშ-ის განცხადება უკიდურესად აბსურდული და უპასუხისმგებლოა“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინმა.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერს დიქტატორი უწოდა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ჯო ბაიდენმა ამერიკის თავზე ჩინური საჰაერო ბურთების ჩამოგდების ფაქტები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს სი ძინ პინმა არც კი იცოდა, რომ ამ ბურთებში სათვალთვალო მოწყობილობები იყო, რაც დიქტატორებისთვის დიდი სირცხვილია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner