საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.