logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაცმოძრაობის” ზონდერი შაშკინი სადიზმზე ლაპარაკობს, თან მოქმედ მინისტრზე, რომლის დროსაც პატიმრები რესოციალიზაციას განიცდიან, ზოგიერთი პატიმარი კი პარტნიორს აფეხმძიმებს და მამა ხდება
- +

21 ივნისი. 2023. 22:15

"დიმიტრი შაშკინმა თქვა, რატი ბრეგაძე მისი სადიზმის გამო პასუხს აგებსო. გავიცინებდი აქ მაგრად, მაგრამ არ მეცინება," - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, დიმიტრი შაშკინი, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის შესახებ იმ ფონზე საუბრობს, როცა პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებებში რესოციალიზაციას გადიან, ზოგიერთი მათგანი კი, სასჯელის მოხდის პერიოდში მამაც ხდება.

ნაცმოძრაობის“ ზონდერი, ჯალათი შაშკინი სადიზმზე ლაპარაკობს, თან მოქმედ მინისტრზე, რომლის დროსაც პატიმრებს მოსავალი მოჰყავთ, რესოციალიზაციას განიცდიან და..... ზოგიერთი პატიმარი პარტნიორს აფეხმძიმებს და მამა ხდება... შაშკინ, შე გლუვი ტვინის პატრონო, შენი ბოსი ქართულ ციხეში მამა გახდა, შენ ისევ ისეთ გლუვად როგორ დარჩი“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner