საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო- პორტუგალიის საფეხბურთო მატჩს დაესწრო. აღნიშნული მატჩით უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა.
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.