logo_geo
eng_logo
ბლინკენი თურქ კოლეგას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას
- +

21 ივნისი. 2023. 23:03

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან შეხვედრისას ოფიციალურ ანკარას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადს.

მანამდე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადის რატიფიცირება უნდა დაიწყოს.

შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სტოკჰოლმმა შეასრულა ანკარასთან დადებული შეთანხმება სამხედრო ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ჩვენგან ელოდნენ, ახლა დროა თურქეთის პარლამენტმა დაიწყოს რატიფიცირების პროცესი“, - განუცხადა ბილსტრომმა Reuters-ს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner