გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინამ ბოლო უნდა მოუღოს კორუფციას, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ბერბოკის თქმით, უკრაინამ უკვე მიაღწია პროგრესს ევროკავშირის გზაზე რეფორმების ძალისხმევაში, განსაკუთრებით თავისუფალი მედიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში.
თუმცა, გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ შემდგომი პროგრესია საჭირო „30-წლიანი ნეპოტიზმისა და კორუფციის დასასრულებლად“.
ბერბოკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რეფორმის ნაბიჯები „წარმოუდგენელი სისწრაფით“ მიმდინარეობს და გერმანია აქტიურად უჭერს მხარს ამას.
მისი თქმით, უეჭველია, რომ უკრაინა შეუერთდება ევროკავშირს, ამიტომ კერძო კომპანიების ინვესტიცია ქვეყნის რეკონსტრუქციაში გამართლებულია, რადგან საბოლოოდ ისინი აძლიერებენ ევროპის ერთიან ბაზარს.