logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: პოლიტიკური კეკლუცის დრო აღარ არის. დღეს გამოცდის წინაშე დგას საქართველო, მაგრამ დღეს ასევე გამოცდის წინაშე დგას თავად ევროპა საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით
- +

21 ივნისი. 2023. 23:33

"მე მაქვს იმედი, რომ დასავლეთი კიდევ არ დაუშვებს შეცდომას და მაქვს იმედი, რომ საქართველოს თავის ღირსეულ, დამსახურებულ, კუთვნილ როლს მიანიჭებენ, იმიტომ რომ მან ყველაფერი გააკეთა," - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ კანდიდატის სტატუსზე საუბრისას განაცხადა. დეპუტატის, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის თქმით, ფასადურია რეკომენდაციების შესრულება, რადგან გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პოლიტიკური იქნება.

„პოლიტიკური კეკლუცის დრო აღარ არის. დღეს გამოცდის წინაშე დგას საქართველო, მაგრამ დღეს ასევე გამოცდის წინაშე დგას თავად ევროპა საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს 2 შეცდომა: როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა დაცვა, მას ნატოზე უთხრეს უარი და მივიღეთ 2008 წლის ომი (ამ შეცდომის გაგრძელება იყო 2014 წლის ყირიმი) და როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ევროკავშირში შესვლა, სწორედ მაშინ გვითხრეს უარი და ამითაც გაღრმავდა ქვეყანაში პოლარიზაცია“, - განაცხადა ხუნდაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner