logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: სამწუხაროდ, ხშირად აშშ-ის ელჩი ღიად ერთს ამბობს, მაგრამ, კულისებში მთავრობას სთხოვს - მეორეს
- +

21 ივნისი. 2023. 23:34

"არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად „დროა“, „სირცხვილია“, ასევე პარტია „გირჩი“ ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია და უნდა მოხდეს რევოლუციური გზით ამ მიზნის მიღწევა. ვფიქრობ, რომ ამაში უკვე ღიად ფიქსირდება აშშ-ის ელჩის მონაწილეობა," - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალა“ მოქმედებს იმ პრინციპით რისთვისაც დაფუძნდა - სიმართლე და საზოგადოების ინფორმირებულობა, რის გამოც მოძრაობამ არაერთი წერილი გამოაქვეყნა და არაერთი კითხვა დასვა კელი დგენანის მიმართ.

„სამწუხაროდ, ხშირად აშშ-ის ელჩი ღიად ერთს ამბობს, მაგრამ, კულისებში, მთავრობას სთხოვს მეორეს. ჩვენ ამჯერად დავსვით კითხვა - რას არ აკეთებს ხელისუფლება და რატომ არის ასეთი ისტერიული სურვილი და მცდელობა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და შეიცვალოს რევოლუციური გზით. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად „დროა“, „სირცხვილია“, ასევე პარტია „გირჩიც“ ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია და უნდა მოხდეს რევოლუციური გზით ამ მიზნის მიღწევა. ვფიქრობ, რომ ამაში უკვე ღიად ფიქსირდება აშშ-ის ელჩის მონაწილეობა და ის წარმოჩინდა როგორც ამ პროექტის ავტორად. როდესაც პატრონად ჩნდები ასეთი დესტრუქციული ძალის დას „გირჩს“ უგზავნი მანქანას, რომ დაძაბულობის ველიდან [გამოიყვანო] ამ დროს მე მახსენდება, როდესაც სახალხო დამცველს საზოგადოებაში თავს დაესხნენ და ამაზე არცერთი განცხადება მას არ გაუკეთებია. როდესაც დესტრუქციული ძალების პატრონობაზე ვსაუბრობ, აქაც კონკრეტული მაგალითები შეიძლება მოვიყვანოთ: ტექნიკური მთავრობის მომთხოვნი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ სწორედ დასავლეთიდან და უფრო მეტად აშშ-დან დაფინანსებული. ასევე, მაგალითად, როდესაც კონგრესმენი კიზინგერი გამოვიდა, და შეიარაღებულ ქართველებს, მებრძოლებს უკრაინაში მოუწოდა, რომ ჩავიდნენ საქართველოში და ხელისუფლება გაყარონ. ამ განცხადების შემდეგ ელჩი აკეთებს კომენტარს, რომ კიზინგერი საქართველოს მეგობარია. მაგალითად, როდესაც ისფედ-მა გააყალბა, მაგრამ შემდეგ ისევ აღიარეს ერთ-ერთ არასამთავრობოდ, რომელსაც ობიექტურობის მაღალი ხარისხი აქვს; მაგალითად, ლომჯარია, რომელიც ბომბების ცვენას უქადდა ქვეყანას და ის შემდეგ დააჯილდოვეს, მაგალითად, ბურჯანაძე, რომელიც ქვეყანას ცალ ფეხზე სთავაზობდა ქვეყანას დგომას და დღეს ის აშშ-ის საელჩოში მუშაობს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner