logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის სპეკულაციური სცენარი დაასრულა - ის საზოგადოებას სთავაზობს, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოვიდეს, უარყოფს საქართველოს მოქალაქეობას, ქართულად არ საუბრობს და უკრაინული ენის თარჯიმანს ითხოვს სასამართლოზე
- +

21 ივნისი. 2023. 23:45

"სააკაშვილის ჯანმრთელობის სპეკულაციური სცენარი სტრასბურგმა დაასრულა, ახლა პოლიტიკური სპეკულაციური სცენარი წამოვიდა," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი საზოგადოებას სთავაზობს, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოვიდეს, უარყოფს საქართველოს მოქალაქეობას, ქართულად არ საუბრობს და უკრაინული ენის თარჯიმანს ითხოვს სასამართლოზე.

„ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სპეკულაციური სცენარი, ლობისტური კომპანიების დაქირავება, სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფი, სქელყდიანი დასკვნები და 27 თუ არა ელჩების უმეტესობის ხან მარში, ხანაც დემარში. პრაქტიკულად აურზაური იყო ერთი კაცის გარშემო, თუმცა ეს არ იყო ერთი კაცის დაცვისთვის, ან მისი ინტერესებისთვის, ისე, როგორც მისი შემოყვანა არ იყო იმისთვის, რომ საქართველო მოენატრა მიხეილ სააკაშვილს. მისი ჯანმრთელობის სპეკულაციური სცენარი სტრასბურგმა დაასრულა, ახლა პოლიტიკური სპეკულაციური სცენარი წამოვიდა. თუმცაღა ის პოლიტიკაში ყოველთვის იყო. სააკაშვილი საზოგადოებას სთავაზობს, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოვიდეს, უარყოფს საქართველოს მოქალაქეობას, ქართულად არ საუბრობს და უკრაინული ენის თარჯიმანს ითხოვს სასამართლოზე. პრაქტიკულად ქვეყნის იმიჯი შელახა და არა მხოლოდ მან, არამედ მთლიანად იმ ჯგუფმა, რომელიც დესტრუქციული სცენარის შემქმნელი და ორგანიზატორია საქართველოში. დღეს საქართველოში ხელისუფლება ამ ჯგუფისათვის მიუღებელია მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, ის არ ასრულებს გარე დაკვეთებს უპირობოდ“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner