logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: არმაზ ახვლედიანი დღეს რომ ლიბერალობს, პრო-ევროპული ოპოზიციის ლიდერობას იჩემებს - თავის დროზე ასლან აბაშიძის პირადი თუქსუსი და მისი ყურმოჭრილი მონა გახლდათ
- +

22 ივნისი. 2023. 00:46

 

"ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"—  ლუსტრაცია!!

—  არმაზ ახვლედიანი დღეს რომ ლიბერალობს, პრო-ევროპული ოპოზიციის ლიდერობას იჩემებს - თავის დროზე ასლან აბაშიძის პირადი თუქსუსი და მისი ყურმოჭრილი მონა გახლდათ. შემდეგ აღორძინების პარტიული სიით პარლამენტის წევრი გახდა . იცით რატომ გამოაგდო ასლანმა აღორძინებიდან !?

—  ასლან აბაშიძემ 1991 წელს მამამისი აზიზ ახვლედიანი ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად დანიშნა . ააშენა და ააყვავა მამა-შვილი.მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გაირკვა რომ აზიზ ახვლედიანს კონსპირაციულად ბათუმის უნივერსიტეტში უცხოელი რადიკალი-ისლამისტი ლექტორები ჩამოყავდა , რომლებიც ლექციებზე ამტკიცებდნენ რომ აჭარა არ არის საქართველოს ტერიტორია და ცდილობდნენ სეპარატისტული იდეების დანერგვას !!

—  ეს გახდა იმის მიზეზი რომ აზიზი რექტორობიდან მოხსნეს , ხოლო არმაზი აღორძინებიდან გარიცხეს !!

—  დღეს ეს პოლიტიკური-ცვედანი და სეპარატისტი ქართულ საზოგადოებაში ლიბერალურ იდეებს ქადაგებს , პრო-ევროპელის და დემოკრატის ნიღაბს ირგებს , ხოლო სინამდვილეში ჩვეულებრივი შეფარული მანქურთია,საქართველოს და ქართველობის მტერი !!"- წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner