"ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"— ლუსტრაცია!!
— არმაზ ახვლედიანი დღეს რომ ლიბერალობს, პრო-ევროპული ოპოზიციის ლიდერობას იჩემებს - თავის დროზე ასლან აბაშიძის პირადი თუქსუსი და მისი ყურმოჭრილი მონა გახლდათ. შემდეგ აღორძინების პარტიული სიით პარლამენტის წევრი გახდა . იცით რატომ გამოაგდო ასლანმა აღორძინებიდან !?
— ასლან აბაშიძემ 1991 წელს მამამისი აზიზ ახვლედიანი ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად დანიშნა . ააშენა და ააყვავა მამა-შვილი.მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გაირკვა რომ აზიზ ახვლედიანს კონსპირაციულად ბათუმის უნივერსიტეტში უცხოელი რადიკალი-ისლამისტი ლექტორები ჩამოყავდა , რომლებიც ლექციებზე ამტკიცებდნენ რომ აჭარა არ არის საქართველოს ტერიტორია და ცდილობდნენ სეპარატისტული იდეების დანერგვას !!
— ეს გახდა იმის მიზეზი რომ აზიზი რექტორობიდან მოხსნეს , ხოლო არმაზი აღორძინებიდან გარიცხეს !!
— დღეს ეს პოლიტიკური-ცვედანი და სეპარატისტი ქართულ საზოგადოებაში ლიბერალურ იდეებს ქადაგებს , პრო-ევროპელის და დემოკრატის ნიღაბს ირგებს , ხოლო სინამდვილეში ჩვეულებრივი შეფარული მანქურთია,საქართველოს და ქართველობის მტერი !!"- წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.