logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: შეკითხვებზე პასუხგაუცემლობამ დაბადა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმ პროცესების უკან, რომლებიც მიმართულია ჩვენი ხელისუფლების ძალადობრივი, არაკონსტიტუციური გზებით შეცვლისაკენ, ალბათ აშშ-ს საელჩო და ელჩი კელი დეგნანი დგანან
- +

22 ივნისი. 2023. 10:10

 

 

„2020 წლის შემდგომ აშშ-ში როდესაც მოსალოდნელი იყო ადმინისტრაციების ცვლა, დაიწყო მომზადება საქართველოში ე.წ. სახელისუფლებო „აყირავების“ სპეცოპერაციის. რომელიც დაიწყო ჩვენი საპარლამენტო არჩევნების შედეგების, მისი ნორმალური ფუნქციონირების მიმართ ბოიკოტით, საბოტაჟით და გასტანა დაახლოებით ნახევარი წელიწადი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ისაუბრა.

 

ქართველიშვილის თქმით, სწორედ ამ პერიოდიდან შეიცვალ კელი დეგნანის საქართველოს ხელისუფლების მიმართ განწყობა .

 

ქალბატონი კელი დეგნანის მიმართ, მისი საქართველოში მოღვაწეობის პირველი წელიწადნახევრის - ორი წლის განმავლობაში (მაშინ არც „ხალხის ძალა“ იყო ჩამოყალიბებული), არც მოქმედი ხელისუფლების მხრიდან რაიმე პრეტენზია, კრიტიკა, უკმაყოფილება არ ისმოდა იმიტომ, რომ ღია კონფრონტაციაში ხელისუფლებასთან არ შედიოდა. ის ასე ღიად არ მართავდა პროცესებს ოპოზიციურ სპექტრში, პირიქით თუ ვინმე აკრიტიკებდა და ცოტა უხამსი ეპითეტებით ამკობდა ქალბატონ კელი დეგნანს, იყვნენ სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები - ნიკა გვარამია, შალვა ნათელაშვილმა (კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში დასდო ბრალი, თქვა რომ არჩევნების გაყალბებას ხელმძღვანელობდა კელი დეგნანი) და ა.შ..

 

2020 წლის შემდგომ აშშ-ში როდესაც მოსალოდნელი იყო ადმინისტრაციების ცვლა, დაიწყო მომზადება საქართველოში ე.წ. სახელისუფლებო „აყირავების“ სპეცოპერაციის. რომელიც დაიწყო ჩვენი საპარლამენტო არჩევნების შედეგების, მისი ნორმალური ფუნქციონირების მიმართ ბოიკოტით, საბოტაჟით და გასტანა დაახლოებით ნახევარი წელიწადი. ყველას გვახსოვს, ამას მოჰყვა ფასილიტაციის თუ მედიაციის საერთაშორისო აქტორების ჩართულობა. დაიწყო საქართველოს ხელისუფლების გარკვეულ ხაფანგში შემოტყუება და ა.შ...

 

უკვე აგორება მიდიოდა იმ პროცესების, რომელსაც ნელ-ნელა სათავეში ჩაუდგა ქალბატონი კელი დეგნანი, რომელიც უკვე ღიად, ნიღბის გარეშე ამ პროცესებს მართავს 2022 წლის დაახლოებით გაზაფხულიდან. შეიქმნა სერიოზული საშიშროება მეორე ფრონტის გახსნასთან, მაიდანიზაციის პროცესების აგორებასთან დაკავშირებით. ამან საჭიროება შექმნა საზოგადოებაში შექმნილიყო ჩვენი მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელმაც სააშკარაოზე გამოიტანა ის პროცესები, რაც იმართებოდა კულუარულად. ამან გამოიწვია აშშ-საელჩოს და ქალბატონი კელი დეგნანის მხრიდან სერიოზული აღშფოთებული შეშფოთება (როგორც მიმართავენ ამ ეპითეტებს) იმიტომ, რომ მიუჩვევლები იყვნენ იმას, რომ მათთვის კოლონიის დონის სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს გარკვეული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფი უბედავს მას და მისი ქვეყნის საელჩოს, მისთვის და მათთვის უხერხულ შეკითხვებით მიმართვას. არადა, ჩვენთვის ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა იმ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ შეკითხვებზე პასუხგაუცემლობამ დაბადა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმ პროცესების უკან, რომლებიც მიმართულია ჩვენი ხელისუფლების ძალადობრივი, არაკონსტიტუციური გზებით შეცვლისაკენ და მიმართულია უფრო შორს მიმავალი მიზნის განხორციელებისაკენ - რასაც ჰქვია ქვეყნის დამანგრეველი, სახელმწიფოს გამანადგურებელი ომში ჩართვა და ა.შ... ამ პროცესების უკან დგას ალბათ აშშ-საელჩო და მისი ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი.

 

შეიძლება უამრავი ვარაუდი, საფუძველი, ეჭვი მქონდეს სიმართლესთან, ჭეშმარიტებასთან მიახლოებული, მაგრამ მე ხომ უნდა მივცე ჩემს ოპონენტს შანსი, რომ ეს ეჭვები გაფანტოს. ანუ, უპასუხოს პირდაპირ დასმულ შეკითხვებს, დამარწმუნოს მე, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მე ან ვცდები, ან მეორე ვარიანტი - მესამე მე არ ვიცი. როდესაც შენ არ უპასუხებ ჩემს შეკითხვებს, გამოდის რომ ჩემს ვარაუდებს აქვს საფუძველი და ის რაც მე შენზე მგონია, სამწუხაროდ სიმართლეს შეესაბამება. ეს ეხებოდა მეორე ფრონტის გახსნის თემას, როდესაც არაერთხელ შევთავაზეთ ქალბატონ კელი დეგნანს - იქნებ თქვენი სახელმწიფოს სახელით, თქვენი პოზიციებიდან გამომდინარე საქართველოში გააჩუმოთ უკრაინიდან თუ საქართველოდან ამ წამქეზებელი განცხადებების გამკეთებლები.

 

კიდევ ერთი პოლიტიკური ფიგურა, რომლის მიმართ შეგვეძლო გქონოდა იგივე იმედი - საქართველოს პრეზიდენტია, რომელმაც მკვეთრად სახე იცვალა იმავე პერიოდიდან დაწყებული, რა ტრანსფორმაციაც ვნახეთ კელი დეგნანის მხრიდან. აბსოლუტურად შეიცვალა ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია. ქვეყნის, სამშობლოს, ერის, საზოგადოების მხარდამჭერი არცერთი მისი განცხადება ჩვენ არ გვახსოვს. პირიქით, ის თუთიყუშივით იმეორებდა იმ ძალიან სახიფათო ნარატივს, რომელიც სტიგმასავით იყო შემოგდებული შემდგომ პერიოდში საქართველოში. ამიტომ ჩვენი ბოლო წერილიც შემდეგნაირია, ჩვენ ვსვამთ კითხვებს. სამწუხაროდ ეს კითხვები რიტორიკულ ხასიათს ატარებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ელჩობის ვადის გასვლამდე - ბოლო პერიოდში, ვაძლევთ შესაძლებლობას ქალბატონ კელის ან დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ ვცდებით (თავის მართლებას მისგან არავინ არ ითხოვს), ჩვენ ვითხოვთ სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს. ამ სიმართლეს მიჩვეული არ იყო აშშ-საელჩო საქართველოში მუშაობის მთელი ამ ხნის განმავლობაში (თითქმის 30 წელი). ის მიუჩვეველი იყო, რომ ვიღაცას - ეს ვიღაცა არის ქვეყნის არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება, ან საზოგადოება (რომლის წარმომადგენელი ვარ მე დღეს), ან პარლამენტის დეპუტატები მიმართავენ მას უბრალოდ ლეგიტიმური შეკითხვებით. ისევე, როგორც უფლება აქვს აშშ-სენატორს, კონგრესის წარმომადგენელს ნებისმიერი შეკითხვა დაუსვას აშშ-ში საქართველოს ელჩს. ამაში არაფერი აღმაშფოთებელი, შემაშფოთებელი, დემოკრატიის უკუსვლა არაა. გაუგებარია, ჩვენი მხრიდან ამ ყველაფერს როგორ შეიძლება აგრესიული რიტორიკა დაერქვას.

 

 

კითხვები კვლავ დაისვა, პასუხები კვლავ არ იქნება. ამიტომ ჩვენი ეჭვები და ვარაუდი იმაში, რომ ძალიან სახიფათო თამაშებს აორგანიზებს, ხელმძღვანელობს ქალბატონი კელი დგენანი - ეს ეჭვები უფრო და უფრო მყარდება. მაგრამ რა მინდა ვთქვა - რა რთულ მდგომარეობაშია ქალბატონი კელი დეგნანი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ეს პროცესები დაიწყო დემოკრატების გამარჯვებით და ახალი ადმინისტრაციის მოსვლით თეთრ სახლში. ანუ, მინიმუმ 4 წელი ჰქონდათ (და მე მგონი ეს მინიმუმ 4 წელი, გადადის მაქსიმუმ 4 წელში). აშშ-ში ჩატარებული კვლევების თანახმად ძალიან მწირია დემოკრატების შანსი, რომ 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკურის კანდიდატებს მოუგონ. ამიტომ მათ ჰქონდა 4-წლიანი პერიოდი, რა პერიოდშიც უნდა მოესწრო აშშ-საელჩოს პატრონაჟით მოქმედება ადგილობრივ ოპოზიციურ ძალებს, არასამთავრობო სექტორს, მათთან აფილირებულ კონკრეტულ პიროვნებებს თუ მედია საშუალებებს მოეხდინათ ყველანაირი ხერხით საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის “ დაბრუნება, ამისთვის გააკეთეს ყველაფერი. ყველას კარგად გვახსოვს, კონტრაბანდით როგორ ჩამოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner