logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ევროკომისიის შუალედურ ანგარიშზე: თორმეტივე მიმართულებით არის კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯები გადადგმული წინ და ბუნებრივია, ეს შეუძლებელია დარჩეს შეუმჩნეველი
- +

22 ივნისი. 2023. 11:39

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს ევროკომისიის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

 

იმ შემთხვევაში, თუ დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იქნება შეფასების მთავარი კრიტერიუმი, ბუნებრივია ჩვენ უნდა გვქონდეს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მოლოდინი, რადგან საამისოდ საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული ამ ხნის განმავლობაში და შეიძლება ითქვას, რომ თორმეტივე მიმართულებით არის კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯები გადადგმული წინ და ბუნებრივია, ეს შეუძლებელია დარჩეს შეუმჩნეველი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

საქართველო ევროკომისიის შუალედური ანგარიშს ელოდება. დღეს სტოკჰოლმში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ევროპის საქმეთა მინისტრებთან ერთად, ასოცირებული ტრიოს მიერ მიღწეულ შედეგებზე იმსჯელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner