ჩინეთში „დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამასა და რუსეთის პირველი პირის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო. ობამასა და პუტინის შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვიც ესწრებიან.
სამიტის ფარგლებში ლავროვი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის უკვე შეხვდა.
სამიტის ფარგლებში ობამა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.