“კიდევ ერთხელ მსურს, დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს. ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით სააკაშვილს და მის ამფსონებს ეკუთვნით”, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ყველამ ნახა, რომ მთავრობის ანგარიშის განხილვა რადიკალებთან არის ჩვეულებრივი წყლის ნაყვა, ვინაიდან მათ არ აინტერესებთ რეალურად რა კეთდება აჭარაში და არც შედის მათ ინეტერესში აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობა. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიხილეთ კამპანია, თითქოს ჩვენს გმირ მებრძოლებს, საამაყო ჯარისკაცებს შეურაცხყოფა მივაყენე. კიდევ ერთხელ მსურს, დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს. სწორედ მათი ვაჟკაცობით, თავგანწირვითა და დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი და სიმულიანტი სააკაშვილის, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, მიატოვა ქართული ჯარი და ბოლოს ნებაყოფლობით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით სწორედ მას და მის ამფსონებს ეკუთვნით“, - აღნიშნა რიჟვაძემ.