logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ხედვამ, რომ „აღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები“ დიდად დააზიანა ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლად იქცნენ
- +

22 ივნისი. 2023. 12:11

 

 

,,ხედვამ, რომაღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტებიდიდად დააზიანა ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლად იქცნენ,’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოქვეყნებულ წერილში წერს.

 

შალვა პაპუაშვილი წერილში ვრცლად საუბრობს იმ მიდგომების შესახებ, თუ რატომ არ უნდა დააყენოს საქართველოსთან ურთიერთობებში დასავლეთმა აღქმები ფაქტებზე მაღლა.

 

მისი თქმით, სააკაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში სრულიად არაფრისმომცემია.

 

,,სააკაშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ყოფილმა საჯარო მოხელემ, ახლახანს, ქართულ პოლიტიკაშიდაბრუნებისშესახებ განაცხადა. ეს დრამატული განცხადება გააკეთა ბრალდებების ფონზე, რომ ის ბოლო თვეებშისასიკვდილო სარეცელზეიწვა. დავიწყოთ იმით, რომ ის არასდროს ყოფილა სერიოზულად ავად და არც არასდროს დაუტოვებია ქართული პოლიტიკა. ასევე, მისიდაბრუნებასრულიად არაფრისმომცემია. თუმცა, ამ მარტივი ჭეშმარიტებების გარდა, ეს პოლიტიკური ნაბიჯი ქართული პოლიტიკის ერთი დიდი პრობლემის მანიშნებელია: ტყუილების მასშტაბისა, რაც შემდგომში გადაიზრდება ხოლმე ქართული დემოკრატიისუკუსვლისშესახებ აღქმებში,’’ - წერს შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner