აჭარის მთავრობამ ტრაგიკულად გარდაცვლილი თეა ვადაჭკორიას ოჯახს ბინა გადასცა.
,,ჩვენ ყველა შეგვძვრა ტრაგედიამ, რომელმაც დაგვაკარგვინა ძალიან ღირსეული კოლეგა, აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ქალბატონი თეა ვადაჭკორია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულ ჩვენს კოლეგას, მის ოჯახს, მცირეწლოვან შვილებს, გადაეცეს საბინაო ფონდიდან საცხოვრებელი სახლი”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.
თეა ვადაჭკორია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. თეა ვადაჭკორია ტრაგიკულად გარდაიცვალა, მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.