logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ჩვენი კოლეგის, თეა ვადაჭკორიას ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს, საცხოვრებელი სახლი გადაეცემა
- +

22 ივნისი. 2023. 12:37

 

 

აჭარის მთავრობამ ტრაგიკულად გარდაცვლილი თეა ვადაჭკორიას ოჯახს ბინა გადასცა.

 

,,ჩვენ ყველა შეგვძვრა ტრაგედიამ, რომელმაც დაგვაკარგვინა ძალიან ღირსეული კოლეგა, აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ქალბატონი თეა ვადაჭკორია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულ ჩვენს კოლეგას, მის ოჯახს, მცირეწლოვან შვილებს, გადაეცეს საბინაო ფონდიდან საცხოვრებელი სახლი”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

 

თეა ვადაჭკორია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. თეა ვადაჭკორია ტრაგიკულად გარდაიცვალა, მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner