სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
„BBC"-ის ცნობით, ფხენიანმა რაკეტები ჩინეთისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტების სი ძინპინისა და პაკ კინ ჰეს შეხვედრიდან რამდენიმე საათში გაუშვა.
ოფიციალურ შეხვედრაზე სამხრეთ კორეის პირველმა პირმა ჩინეთის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის შეკავების პროცესში უფრო აქტიური ჩართულობა სთხოვა. ჩინეთი ფხენიანის მოკავშირედ ითვლება.
პაკ კინ ჰემ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტკური რაკეტების გაშვებას და ბირთვული იარაღის გამოცდას, რომელსაც ფხენიანი აქტიურად განაგრძობს, პროვოკაცია უწოდა. სი ძინპინმა, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივაზე, სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები განათავსოს, უკმაყოფილება გამოთქვა.