logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 42% -ით გაზრდილია საერთაშორისო ფრენები
- +

22 ივნისი. 2023. 12:40

 

 

აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში საერთაშირისო ვიზიტებისა და ფრენების გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა და ივნისის თვეში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი საერთაშორისო ფრენები დააანონსა.

 

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ  ფაზაშია.  თითქმის  გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები (+93%), ასევე 20% ით გაზრდილია შიდა ვიზიტებიც.  პირველი კვარტლის მონაცემებით გაორმაგებულია ქვეყანაში ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები +102 % -ით.

 

,,ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან დადებითი მაჩვენებლები. გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა და შეადგენს 93%-ს, ასევე,  გაზრდილია შიდა ვიზიტების რაოდენობა. შემოსავლებიც შესაბამისად გაზრდილია 102%-ით პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით.

 

მინდა გითხრათ, რომ გაზრდილია ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. შემდეგ კვირაში განახლდება და შესრულდება 4-ჯერ რეისი დუბაის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია ახალი ტურისტული ნაკადების და ინვესტიციების მოსაზიდად. მინდა აღვნიშნო, რომ წინა წელთან შედარებით, ფრენების რაოდენობა გაზრდილია 42%-ით” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

გაზრდილია მიმართულებების და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. 25 ივნისიდან ბათუმში ფრენებს განაახლებს Fly Dubai კვირაში 4 სიხშირით. არსებული მონაცემებით ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, 12 ქვეყანაში რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +42 %-ით.

 

გრძელდება აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას სამიზნე ბაზრებზე, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის საიმიჯო კამპანიები Euronews, BBC, Deutsche welle - მილიონობით მაყურებლისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner