logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწესრიგება გრძელდება
- +

22 ივნისი. 2023. 12:54

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწესრიგება გრძელდება - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მიმდინარეობს ბახვი - ფამფალეთი - ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის აღდგენა და განახლება; ცხემლისხიდი - უჩხუბი - ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

 

გზის სამშენებლო სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან ერთად დაათვალიერა.

 

პროექტები, რომლის ბიუჯეტიც 5,097,975 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner