თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიასთან არსებული სასაზღვრო ტერიტორიიდან ტერორისტების განდევნა შეძლეს.
„დღეს სირიასთან ჩვენი 91-კილომეტრიანი საზღვარი, ააზაზადან ჯარაბლუსამდე - ტერორისტებისგან გათავისუფლებულია.
საზღვარზე კონტროლის აღდგენა ნიშნავს, რომ ტერორისტები თურქეთის საზღვარზე გამავალი გზებით იარაღს ვეღარ მიიღებენ",- განაცხადა ბინალი ილდირიმმა.
აღსანიშნავია, რომ ანკარა ტერორისტებად არა მხოლოდ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს", არამედ ქურთების შეიარაღებულ ძალებსაც უწოდებს.