logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს შეხვდა
- +

22 ივნისი. 2023. 15:46

 

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბისთან  შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

„ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშესთან არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ.  ქართულ-ამერიკული სტრატეგიულ პარტნიორობას, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისთვის, ასევე რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ეს თანამშრომლობა ურთიერთნდობასა და მხარდაჭერას ემყარება და მისი შემდგომი გაღრმავება ჩვენს საერთო ინტერესებშია“, -განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

შეხვედრას აშშ-ის მხრიდან არმიის ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი სემ კინგი ესწრებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner