ავტორი ანა ფერაძე
აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წესიერებით გამოირჩევა. აქვე ჯაველიძემ აღნიშნა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები გვაჩვენებს ყველა კვლევის რეალურ შედეგს.
„გიორგი კვირიკაშვილი წესიერებით გამოირჩევა, მაგრამ როგორი იქნება მისი შემდგომი მოღვაწეობა, ამას დრო გვაჩვენებს.
2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები დაგვანახებს ყველა კვლევის რეალურ შედეგს", - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოკითხულთა 38% დადებითად აფასებს.