logo_geo
eng_logo
ოლივერ ვარჰეი: ჩემი რეკომენდაციაა მთავრობისთვის - დააჩქარეთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რათა ოქტომბერში გვქონდეს სრულად შესრულებული ანგარიში საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე
- +

22 ივნისი. 2023. 18:16

"ჩემი რეკომენდაციაა მთავრობისთვის - დააჩქარეთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რათა ოქტომბერში გვქონდეს სრულად შესრულებული ანგარიში საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე," - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი სენტიმენტები დისკუსიიდან გამომდინარე და ასევე სხვა შეხვედრებიდან, ევროკომისიიდან, ევროპული საბჭოდან, წევრი ქვეყნებიდან მონდომების დემონსტრირებაა. გაფართოება არამარტო დაბრუნებულია დღის წესრიგში, არამედ 3 მთავარ საკითხს შორისაა, რითაც ლიდერები არიან დაკავებული. თუ ვინმეს სურს ევროკავშირში შესვლა, ეს არის ზუსტად ის მომენტი - გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. მე მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გასულ კვირას ბრიუსელში და ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი: იცით, რა არის საჭირო, იცით, როგორია მოთხოვნები - გააკეთეთ. გააკეთეთ, რადგან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. ყველამ უნდა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. ჩვენ მზად ვართ დასახმარებლად, მაგრამ ყველამ უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები. ასე რომ, ჩემი რეკომენდაციაა მთავრობისთვის - დააჩქარეთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რათა ოქტომბერში გვქონდეს სრულად შესრულებული ანგარიში საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. ჩვენ ვართ მზად, როდესაც სამუშაო შესრულებულია. მე სრულად ვიცი ქართველების სენტიმენტები, მაგრამ ჩემი გზავნილი იქნება შემდეგი - ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის უკვე ძირეული გადაწყვეტილებაა. ეს არ იყო ასეთი თვალსაჩინო. მე ვფიქრობ, ეს სიგნალი არის მკაფიო, ძლიერი. არ უყუროთ სხვებს, უყურეთ იმას, რაც შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ, რათა ქვეყანამ გადადგას შემდეგი ნაბიჯი, თუ ყველაფერი შესრულდება“, - აცხადებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner