logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ყვარლის, ლაგოდეხის და გურჯაანის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს
- +

22 ივნისი. 2023. 19:43

„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ყვარლის, ლაგოდეხის და გურჯაანის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში გრძელდება. ყვარელში, ლაგოდეხსა და გურჯაანში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

ყვარლის ორგანიზაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი უხელმძღვანელებს; ლაგოდეხის ორგანიზაციას - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ივანე (ბაჩო) ხაჩიძე; გურჯაანის ორგანიზაციას - გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი.

შაბათს პარტიული კონფერენციები გაიმართება დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner