"ივნისის დასკვნამ გამოკვეთა 12 მოსაზრება. ჩვენ ვხედავთ რომ მათგან სამი შესრულებულია," - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვარჰეიმ აღნიშნა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, კერძოდ, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება სასამართლო განხილვისას; სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესით დანიშვნა.
„პირველი - გენდერული თანასწორობა, ბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. მეორე - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. მესამე, სახალხო დამცველის დანიშვნა გამჭვირვალე პროცესით. 12 პრიორიტეტიდან შვიდი მიმართულებით საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია: პოლარიზაციის მიმართულებით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების მიმართულებით და საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმების სტრატეგიის მიღებისა და განხორციელების კუთხით, ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით, მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რაც შეეხება პოლიტიკურ პოლარიზაციას, პარლამენტის წევრების უმეტესობამ დაასრულა თავისი ბოიკოტი და გარკვეული კანონის მიღება პარლამენტში მოხდა ინტერპარტიული მხარდაჭერით. საქართველომ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობა, დაასრულოს მკაცრი რიტორიკა და პატივი სცეს პოლიტიკურ შეთანხმებებს, მათ შორის იმ შეთანხმებას, რომლის მიღწევაც ევროკავშირის უშუალო მონაწილეობით მოხდა და ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ჰქვია.
მეორე ნაბიჯი, რაც გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ ფუნქციონირებას და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მთავრობამ მიიღო საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა. საარჩევნო კოდექსი და კანონი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ჩასწორდა ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციების თანახმად. ჩვენ ჯერ ისევ გვჭირდება, რომ საქართველომ გააუმჯობესოს საპარლამენტო ზედამხედველობა იმისათვის, რომ ადეკვატურად მოხდეს საარჩევნო დარღვევების გამოძიება, როგორც ეს აღნიშნული იყო ოდირის ანგარიშში, შეცვალოს ჩასწორება საარჩევნო კოდექსში, რომლის შედეგადაც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალა.
მესამე ნაბიჯი, ინკლუზიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების რეფორმა, საქართველომ უნდა წარადგინოს სასამართლო რეფორმა ვენეციის კომისიის რიგით მეორე მოსაზრებებისთვის, ფართო რეფორმა ათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით. საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები. საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მუშაობდეს დამოუკიდებლად და ვენეციის კომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები კანონპროექტთან დაკავშირებით.
ვთხოვთ საქართველოს, გადაეხედოს თავის გადაწყვეტილებას, ეკონომიკური თანამშრომლობის/განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლასთან დაკავშირებით.
საქართველომ გააძლიერა თანამშრომლობა ევროპულთან და წევრ ქვეყნებთან. ახლა საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროპის საბჭოს რეკომენდაციები. საქართველომ უნდა ასევე უზრუნველყოს, ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მომზადება ინკლუზიური გზით და უნდა უზრუნველყოს LGBTQI ჯგუფის წევრების შეკრებისა და დაცვის უფლება. სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და დანერგოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, საქართველომ მიაღწია ლიმიტირებულ პროგრესს. ვენეციის კომისიამ გასცა ახლახან რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც კანონპროექტის მიღება ამ ფორმით არ უნდა მოხდეს. ამ თვალსაზრისით, მივესალმები გუშინ და გუშინწინ გაკეთებულ განცხადებებს მმართველი პარტიის მიერ, ამ ფორმით არ მიიღებენ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს და ფოკუსირება უნდა მოხდეს სისტემურ მიდგომაზე რაც თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, მათ შორის პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. მედია პლურალიზმი და სამართლებრივი პროცედურები მედიის მფლობელების წინააღმდეგ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს.
იმისათვის რომ საქართველომ შეასრულოს ეს პუნქტი, მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილება უნდა შეიტანოს ევროპული საბჭოს მოსაზრების შესაბამისად და უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ასევე უნდა გაზარდოს ჟურნალისტების, მედია ორგანიზაციების მფლობელების დაცულობა და თავისუფლება“, - განაცხადა ვარჰეიმ.