logo_geo
eng_logo
გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ
- +

22 ივნისი. 2023. 19:48

საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ანტიკორუფციული სამმართველოსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ პროცესში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა მოსაზრებების გაზიარება მნიშვნელოვანია. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს აღნიშნული კატეგორიის საქმეთა გამოძიების პროცესში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner