"რეფორმების თვალსაზრისით, არის გარკვეული პროგრესი, საქართველო ევროკავშირის გზაზეა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმაც დაადასტურონ და მხარი დაუჭირონ ქვეყანას ამ გზაზე," - ამის შესახებ ევროპულ საქმეებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსვალმა განაცხადა.
„ეს დადასტურებული იყო მინისტრების მიერ შეხვედრაზე. გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ ცხადია, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გასაკეთებელი. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მკაფიო, ერთიანი გზავნილის გაგზავნა, შემდგომი რეფორმების საჭიროების ჩათვლით. დარწმუნებული ვარ, რომ შინაარსს ყურადღებით შეისწავლიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო და გამოიყენებენ შემდგომი რეფორმებისთვის შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის განხორციელებამდე“, - განაცხადა როსვალმა.