ავტორი ანა ფერაძე
„რეპორტიორთან" საუბრისას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ ყველა კვლევის შედეგს პასუხს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გასცემს.
„საქართველოში ბოლო დროს უამრავი კვლევა ჩატარდა და საკმაოდ დიდი განსხვავებაა მათ შედეგებს შორის, აქედან გამომდინარე, პირადად მე ჩატარებულ კვლევებს ობიექტურად არ ვთვლი.
მათ შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ შეფასებები მიჭირს. ერთადერთი, რასაც ვენდობი, ეს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები იქნება, რომელიც პასუხს გასცემს ყველა იმ კვლევას, რომელიც აქამდე ჩატარებულა", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.