უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებისას აღნიშნა, რომ უკრაინა კონტრშეტევას განახორციელებს მანამ, სანამ რუსეთს თავისი ტერიტორიიდან არ განდევნის.
„მუდმივად ხაზს ვუსვამ ამას პარტნიორებთან ურთიერთობისას: ჩვენ არ უნდა შევხედოთ ამ კონტრშეტევას, როგორც ბოლო და გადამწყვეტს. იმდენი კონტრშეტევა იქნება, რამდენიც საჭიროა რუსეთის განდევნისთვის“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მან აღნიშნა, რომ შესაძლო შემდგომი კამპანიებისთვის უკრაინას ასევე დასჭირდება იარაღი, კერძოდ, ტანკები, ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობა.