აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, საძიებო ზონაში, კერძოდ, „ტიტანიკის“ მახლობლად, წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნამსხვრევები სამძებრო წყალქვეშა აპარატმა იპოვა. ეკუთვნის თუ არა ის დაკარგულ წყალქვეშ ნავს, ჯერჯერობით უცნობია.
კომპანია OceanGate-ის ბატისკაფმა „ტიტანი“, რომელზეც „ტიტანიკის„ ჩაძირვის ადგილას 8-საათიან ექსპედიციაში წასვლა 250 ათას დოლარად შეიძლება, კავშირზე გამოსვლა 18 ივნისს შეწყვიტა.
ბორტზე 5 ადამიანი იმყოფება: ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მეწარმე შაჰზად დავუდი და მისი ვაჟი სულეიმანი, OceanGate-ის დამფუძნებელი სტოქტონ რაში და ნავის ოპერატორი პოლ-ანრი ნარჟეოლე.