"ვფიქრობ, მაინც სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნება ოქტომბერში და რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ საკითხებზე მუშაობას გავაგრძელებთ," - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი სტოკჰოლმში საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენას.
მისი თქმით, დეპოლარიზაციის თემა, არის საკითხი, რომელიც ითვლება, რომ არის ერთ-ერთი სერიოზული, გადამწყვეტი მექანიზმი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია.
„მედიაგარემოსთან დაკავშირებით აქვთ ნეგატიური შეფასება და ეს დეპოლარიზაციის თემა, ასევე არის საკითხი, რომელიც ითვლება, რომ არის ერთ-ერთი სერიოზული, გადამწყვეტი მექანიზმი, რომელიც გააჩნია რადიკალურ ოპოზიციას და ამ თემას, ნამდვილად არ დათმობენ იმისათვის, რათა ყველა მუხლი, ყველა რეკომენდაცია როგორმე ოქტომბრისთვის უარყოფითად იყოს შეფასებული. ვფიქრობ, მაინც სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნება ოქტომბერში და რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ საკითხებზე მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.