"წინასწარი შეფასება, რაც კეთდება, არის საკმაოდ ფართოდ დაყრდნობილი გარკვეულ აღქმებზე, რაც აქ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებიდან გამომდინარე იქმნება," - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენას.
„თუმცა, ფაქტები, რომ შესრულებულია დიდწილად ყველა ეს ვალდებულება, მხედველობის მიღმა ვერ დარჩებოდა, ეს კარგი წინაპირობაა უკვე საბოლოო შეფასებების გაკეთებისთვის და ვფიქრობ, მაინც პოზიტიური ტენდენციების ამსახველად შეგვიძლია ჩავთვალოთ,"- განაცხადა სარჯველაძემ.