logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე: შეუძლიათ გაერთიანდნენ ან უფრო დანაწევრდნენ, ეს მათი უფლებაა
- +

22 ივნისი. 2023. 21:33

შეუძლიათ გაერთიანდნენ, უფრო დანაწევრდნენ - ეს მათი უფლებაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ოპოზიციის უმთავრესი ნაკლი გახლავთ ის, რომ ისინი ერთი ადამიანის, სააკაშვილის მიერ თავს მოხვეული დღის წესრიგიდან ვერაფრით განთავისუფლდნენ - ესაა მათი უბედურება, ვიღაცისთვის შეიძლება ბედნიერებაც“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს საარჩევნოდ არა გაერთიანებას, არამედ საერთო სტრატეგიას სთავაზობს და აქვე განმარტავს, რომ პარტიას შედეგის მისაღწევად თავად სხვა პოლიტიკური ძალების დახმარება არ სჭირდება. ოპოზიციონერი კოლეგები „ნაცმოძრაობას“ ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებენ, „ქართული ოცნებაში“ კი ხაბეიშვილის ინიციატივებს არასერიოზულად უყურებენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner