logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ნათია თურნავას მიმართ ნდობა თუ არსებობს ხელისუფლების მხრიდან, ეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაკარგვას არანაირად არ ნიშნავს
- +

22 ივნისი. 2023. 21:34

"ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს, ვინაიდან ეს არის მისი საწყისი, მისი არსებობის მთავარი მიზანი და რასაკვირველია, ხელისუფლებიდან არც არავინ შეეცდება, რომ როგორმე დაიქვემდებაროს," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ჩვენ გვახსოვს ვითომ დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი, როდესაც საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს შეიცავდა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ხოლო ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობდა კვლავ სააკაშვილის ხელდასხმული ადამიანი. ნათია თურნავას მიმართ ნდობა თუ არსებობს ხელისუფლების მხრიდან, ეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაკარგვას არანაირად არ ნიშნავს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner