logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: ქვეყანაში პოზიტიური ძვრები გიორგი კვირიკაშვილის დამსახურებაა
- +

ავტორი ანა ფერაძე

5 სექტემბერი. 2016. 11:28



კვლევის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარდა, ყველაზე დადებითად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა . პრემიერ-მინისტრი 38%-ს მოსწონს და 23% -ს არ მოსწონს.


ამასთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ ისაუბრა. როგორც ჟვანიამ აღნიშნა, პრემიერი თავისი მიდგომებიდან გამომდინარე საზოგადოებაში დიდი სიმპათიით სარგებლობს.


„კვლევის შედეგების კომენტირება არ მიყვარს, მაგრამ რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თავისი მიდგომებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საზოგადოებაში დიდი სიმპათიით სარგებლობს.

 

სიტუაცია ქვეყანაში სტაბილურია, განვითარების პოზიტიური ძვრები შეინიშნება, რაც პრემიერ-მინისტრის დიდი დამსახურებაა", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner