logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ეს ნაბიჯი პრობლემაა პრეზიდენტისთვის და თვითონ გვარამიასთვის
- +

22 ივნისი. 2023. 22:13
 
 
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 
 
"საერთოდ ვერ ვხედავ გვარამიას შეწყალებაში პრობლემას ქვეყნისთვის, ან საზოგადოებისთვის. დავწერე ამას წინათ პრეზიდენტთან დაკავშირებულ პოსტში.
ეს ნაბიჯი პრობლემაა პრეზიდენტისთვის და თვითონ გვარამიასთვის.
პრეზიდენტისთვის იმიტომ, რომ სასამართლოს სამ ინსტანციას გადააბიჯა. დაელოდა უზენაესს და არ დაელოდა სტრასბურგს.
სადაც აქამდე არ იწყალებდა, დალოდებოდა სტრასბურგს. თუ სტრასბურგი გაამართლებდა, გვარამიაც სუფთა იქნებოდა, 7 მილიონთან დაკავშირებით კითხვების მიუხედავად და პრეზიდენტის მიმართაც არ იქნებოდა ვინმეს პრეტენზია.
პრეტენზია კი ერთია - ამ ყველაფერს შიდა პოლიტიკისთვის იყენებს. თუ ეს ასე არაა, აქამდე რატომ არ შეიწყალა? რატომ დაელოდა უზენაესის გადაწყვეტილებას და რატომ დაუკავშირა სტატუსის თემას? შესაწყალებელი უნდა შეიწყალო მაშინვე, როცა ჩამოყალიბდები სასჯელის უსამართლობაში, ან შეწყალების დადებით შედეგებში.
რა დადებითი შედეგი ექნება საზოგადოებისთვის? ნული. მაცმოძრაობა დამშვიდების ნაცვლად, უარეს გამომწვევ განცხადებებს აკეთებს. ანუ პოლარიზაციას, უფრო სწორად, ერთმანეთის მიუღებლობას არ შეამცირებს.
რას იგებს გვარამია. თუ ჰქონდა მოლოდინი, რომ სტრასბურგს მოიგებდა, სჯობდა ეცადა. მოგებული დარჩებოდა როგორც პიტიკურად, ასევე პიროვნულადაც.
თუ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ვიღაც დაიბრალებს ჩემმა გადაწყვეტილებამ გადაწონაო. სულაც არ მენანება ვინმესთვის დივიდენდები. დივიდენდი არ უნდა იყოს ყალბი.
ამავე დროს, როცა ერთ მხარეს ყოფილი პღოკურორია, რომელიც სკოლის მოსწავლეს იჭერდა ბურთის ქურდობისთვის, რომელმაც იმედის დარბევა იმ მოტივით გაამართლა, რომ მხარე იყოო, თითქოს მისი ტელევიზიები დღეს ობიეატურობის ეტალონებია, ხოლო მეორე მხარეს ვიღაც კადრულობს კანდიდატის სტატუსი დადოს, ზუსტად ასეთი მიდგომები აღვივებს ანტი-დასავლურ განწყობებს.
ესაა სულ, თორემ ვინც უნდა ის შეიწყალოს, მისი კონსტიტუციური უფლებაა, რომელსაც, ისევე როგორც მისი წინამორბედები, ბუნდოვნად იყენებს.
მოქმედი და "ყოფილი" ნაციონალები პოსტებს წერენ პრეზიდენტს დავიცავთ თავს თუ დაესხმებიანო. თქვენგან იცავდნენ ერთ დროს, უშვერი სიტყვებით როცა ლანძღავდით და აგენტობას აბრალებდით. არ მგონია ვინმე თავს დაესხას. ერთი-ორი დღე ხალხი გამოხატავს პოზიციას და ესაა.
მისი შეწყალებული კი გარეთ იქნება, თუ კამერაში, პიტიკურად ოპოზიციას ვერაფერს შემატებს. გააგრძელებს ეთერიდან ლანძღვა-გინებას და სიძულვილის ტირაჟირებას"- წერს ამირან სალუქვაძე.
right_banner right_banner
არქივი
right_banner