logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ესტონეთში აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

22 ივნისი. 2023. 22:26

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ ტალინში ვიზიტისას შეხვედრები გამართეს მთავრობის ადმინისტრაციის ევროკავშირის საქმეთა დირექტორთან, კლენ იაარატსთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კილიკე სლასტე-ელინგთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გატარებულ რეფორმებზე, ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები სათანადოდ შეფასდება და დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიანეიჭებენ.

შეხვედრებისას საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიით გამოწვეულ ვითარებას, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას.

ხაზი გაესვა ესტონეთთან ორმხრივი თანამშრომლობის და მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე, ესტონეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ხელმძღვანელთან, ეკკე ნომთან და ევროკავშირის სააგენტო eu-LISA-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, ლუკა ტალიარეტტისთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner