logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: მას მერე, რასაც გვარამია პრეზიდენტს ეძახდა და უწოდებდა, მინიმუმ ღირსება ხომ უნდა ჰქონდეს?
- +

22 ივნისი. 2023. 22:42

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მას მერე რასაც გვარამია პრეზიდენტს ეძახდა და უწოდებდა, მინიმუმ ღირსება ხომ უნდა ჰქონდეს?

ექსპერტის თქმით, სხვა რამ უფრო ღირებული და ფასეულია სალომე ზურაბიშვილისთვის ვიდრე ღირსება და დამოუკიდებელი სასამართლო!

„მისი ნებაა, შეუძლია შეიწყალოს და შეიწყალა კიდეც, მაგრამ რის ფასად? მას მერე რასაც გვარამია პრეზიდენტს ეძახდა და უწოდებდა, მინიმუმ ღირსება ხომ უნდა ჰქონდეს ? ე.ი. სხვა რამ უფრო ღირებული და ფასეულია სალომე ზურაბიშვილისთვის ვიდრე ღირსება და დამოუკიდებელი სასამართლო! ეტყობა ბევრი იფიქრეს და გადაწყვიტეს: ხაბეიშვილი საერთოდ ვერ ქაჩავს, იქნებ გვარამიამ გვიშველოსო! ჰოდა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა ბრძანება და შეასრულა. ომი ახალ ფაზაში შევიდა, მაგრამ ნურც იმას ვიტყვით, რომ არ ველოდით...ახლა მთავარია ხალხმა საბოლოოდ განსაზღვროს ერთმანეთის მაგინებელი ახალ მოყვრების ზურაბიშვილ-გვარამიას ქვეყანა უნდათ თუ ღირსეული საქართველო“...- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner