"ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საუბრისას აღნიშნა.
„ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით. ასევე, გადაწყვეტილება შეჩერდა 2 წლით, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლო აღშფოთდა, იმდენი რაოდენობის საჩივარი იმაზე, რომ არასწორად იჩაგრება ნიკა გვარამია და ძმები ყარამანაშვილები. 2 წლის განმავლობაში თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა ერთ ადგილიდან მეორე ადგილას ფულის გადაქაჩვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.