logo_geo
eng_logo
CNN: დასავლელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინის კონტრშეტევის ადრეული ეტაპი მოლოდინს არ ამართლებს
- +

23 ივნისი. 2023. 01:23

ადრეულ ეტაპზე უკრაინის კონტრშეტევას ნაკლები წარმატება აქვს, ხოლო რუსული ძალები უფრო მეტ კომპეტენციას ავლენენ, ვიდრე დასავლური შეფასებებით იყო მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ორ დასავლელ ოფიციალურ პირსა და ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს განცხადებით, კონტრშეტევა არცერთ ფრონტზე არ ამართლებს მოლოდინებს.

დასავლეთის შეფასებით, რუსული თავდაცვის ხაზები კარგად არის გამაგრებული, რაც უკრაინულ ძალებს ურთულებს მათ გარღვევას.

უკრაინული ძალები დაუცველნი არიან დანაღმულ ველებზე მოქმედებისას, ხოლო რუსული ძალები კომპეტენტურად მოქმედებენ თავდაცვაში“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა.

ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ კონტრშეტევა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და რომ აშშ და მისი მოკავშირეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რომ უკრაინული ძალები დროთა განმავლობაში ტერიტორიების გათავისუფლებას შეძლებენ.

აშშ და მისი მოკავშირეები, სავარაუდოდ, ივლისამდე დაელოდებიან კონტრშეტევის პროგრესის უფრო სრულ შეფასებას.

გარდა ამისა, ოფიციალური წყაროები CNN-თან საუბარში აღნიშნავენ, რომ უკრაინული ძალები თავად ადაპტირდებიან რუსულ ტაქტიკასა და თავდაცვასთან.

საბოლოო ჯამში, კონტრშეტევა უკრაინისა და რუსეთისთვის მძიმე გამოცდაა, - თქვა ერთ-ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა და აღნიშნა, რომ ორივე მხარემ მძიმე დანაკარგები განიცადა.

21 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევის ფარგლებში წინსვლა იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე სასურველი იქნებოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner