უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიიღებს 6.5 მილიარდ დოლარს, რომელიც მას ქვეყნის სწრაფი აღდგენის პროგრამებისთვის სჭირდება.
მანამდე ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მილიარდობით დოლარის დამატებით დახმარებას გამოუყოფენ.
უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შმიგალმა აღნიშნა, რომ მის მთავრობას ჯერ არ შეუფასებია ყველა დაპირება, მაგრამ „დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დროში, ამ კონფერენციის შემდეგ, ჩვენ შევაგროვებთ ყველა საჭირო თანხას“.